ახალი ამბები

  • ვიქტორ დოლიძე სერბეთში შეხვედრებს მართავს 13 ნოემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ქ. ბელგრადში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვედრები გამართა სერბეთის ევროპასთან ინტეგრაციის მინისტრმა იადრანკა იოკსიმოვიჩსა და ევროკავშირში სერბეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით მთავარ მომლაპარაკებელს ტანია მისჩევიჩს შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი გერმანიაში ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ.ბერლინში გაემგზავრა, სადაც 9-11 ნოემბერს შეხვედრები გამართა.
  • ევროკომისიის ანგარიშის თანახმად ევროკავშირის პრიორიტეტები თანხვედრაშია საქართველოს მთავრობის რეფორმების გეგმასთან 2017 წლის 10 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი. როგორც ანგარიშშია ხაზგასმული 2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.
  • ევროკომისიის ანგარიშში უვიზო მიმოსვლის პირველი თვეების შედეგები წარმატებულად შეფასდა 2017 წლის 10 ნოემბერს ევროკომისიამ საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების შესრულების თაობაზე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც მოიცავს პერიოდს 2016 წლის დეკემბრიდან 2017 წლის ბოლომდე. დოკუმენტში შეფასებულია საქართველოს მიერ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში რეფორმების განხორციელების კუთხით მიღწეული პროგრესი. როგორც ანგარიშშია ხაზგასმული 2017 წელს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო ინტენსიური გახდა.
  • არჩილ ყარაულაშვილმა მაღალი დონის კონფერენციაში „აღმოსავლეთ პარტნიორობა: 2017 წლის სამიტის მიღმა“ მიიღო მონაწილეობა 8 ნოემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე არჩილ ყარაულაშვილი სამუშო ვიზიტით იმყოფებოდა საბერძნეთის რესპუბლიკაში, ქ. ათენში, რომლის ფარგლებშიც მონაწილეობა მიიღო საბერძნეთში საქართველოსა და ლიტვის საელჩოების ინიციატივითა და ევროკომისიის ორგანიზებით გამართულ მაღალი დონის კონფერენციაში „აღმოსავლეთ პარტნიორობა: 2017 წლის სამიტის მიღმა“.
  • ვიქტორ დოლიძე გერმანიაში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სამუშაო ვიზიტით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ქ.ბერლინში გაემგზავრა, სადაც 9-12 ნოემბერს გაიმართება სამუშაო შეხვედრები.
  • ვიქტორ დოლიძემ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის სტუდენტები სერთიფიკატებით დააჯილდოვა 8 ნოემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტურქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საშემოდგომო სკოლის ფარგლებში საჯარო ლექცია- „საქართველოს ევროპული და ევროატალნტიკური ინტეგრაციის პროცესის მნიშვნელობა და მიმდინარეობა“ გამართა. სახელმწიფო მინისტრის ლექციით უნივერსიტეტში ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის 3 დღიანი საშემოდგომო სკოლა დაიხურა.
  • ვიქტორ დოლიძის შეხვედრა შვედეთის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან 8 ნოემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ბიორნ სოდერის ხელმძღვანელობით შვედეთის პარლამენტის დელეგაციას შეხვდა.
  • ვიქტორ დოლიძე ნატოს სამეკავშირეო ოფისის სემინარზე „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ ნატოს სამეკავშირეო ოფისში სემინარი „ნატო-არჩევანი მშვიდობიანი და სტაბილური განვითარებისთვის“ დაიწყო. სემინარი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ, სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორმა ნინო ბოლქვაძემ და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა უილიამ ლაჰიუმ გახსნეს. ოფიციალური გახსნის შემდეგ, მონაწილეებისა და სახელმწიფო მინისტრების შეხვედრა დისკუსიით გაგრძელდა.
  • ვიქტორ დოლიძე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის პოლიტიკის დოკუმენტის განხილვაზე 30 ოქტომბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ სასტუმროში „ქორთიარდ მერიოტი“ ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის პოლიტიკის დოკუმენტის განხილვაში მიიღო მონაწილეობა. დოკუმენტი საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრის (GCSD) მიერ მომზადდა, სადაც ასახულია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების განვითარების ეტაპები, არსებული მიღწევები და თანამედროვე გამოწვევები. კვლევაში, ასევე, განხილულია ევროკავშირში გაწევრიანების საერთაშორისო გამოცდილება.

Pages