დავით ბაქრაძის გამოსვლა ბიზნესკონფერენციაზე "ევროპული კომპანიები საქართველოში - ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდა"

2016 წლის 5 მაისს, სასტუმროში „ქორთიარდ მარიოტი" ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძემ ბიზნესკონფერენციის "ევროპული კომპანიები საქართველოში - ვაჭრობისა და ინვესტიციების ზრდა" მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა. კონფერენცია ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს (EUGBC) ორგანიზებითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

ბიზნესკონფერენციის მონაწილეებს, ასევე, სიტყვით მიმართეს საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელმა იანოშ ჰერმანმა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის კავკასიის, მოლდოვასა და ბელორუსიის საკითხთა დირექტორმა ბრუნო ბალვანერამ.

ბიზნესკონფერენციის ფარგლებში გამართულ პლატფორმაზე განხილულ იქნა ევროპული ბიზნესების მოქმედება საქართველოში, სადაც საქართველოს მთავრობას მიეცა შესაძლებლობა განეხილა სარგებელი, შესაძლებლობები და მთავარი გამოწვევები ასოცირებისა და მისივე შემადგენელი ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების ფარგლებში.

სხვა ამბები