12 სექტემბერს, ქ. ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

2017 წლის 12 სექტემბერს, ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს მიერ ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგიისა და გაეროს უშიშროების საბჭოს N1325 რეზოლუციის განხორციელების საკითხზე. შეხვედრა პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის დონეზე ჩატარდა და მას ალიანსის ინტეგრაციის, პარტნიორობებისა და თანამშრომლობის დირექტორატის ხელმძღვანელი იაროსლავ სკონიეჩკა თავმჯდომარეობდა. საქართველოს მხარეს შეხვედრაზე მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნოს ხელმძღვანელი ნატალია ჯალიაშვილი და თავდაცვის სამინისტროს ადამიანური რესურსების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე მაკა პეტრიაშვილი წარმოადგენდნენ.

საქართველოს დელეგაციის წევრებმა შეხვედრაზე მოკავშირეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის კუთხით არსებული გამოწვევებისა და საქართველოს მთავრობის მიერ ამ კუთხით განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მართლმსაჯულების სფეროში გატარებულ რეფორმებს, მედია თავისუფლების განმტკიცების მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს, გენდერული თანასწორობის, შრომის უსაფრთხოების დაცვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების განმტკიცებისა და გაეროს N1325 რეზოლუციის პრინციპების საქართველოში დანერგვის თაობაზე. მოკავშირეებმა შეხვედრაზე განსაკუთრებით დადებითად შეაფასეს საქართველოს ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებების განმტკიცების კუთხით გადადგმული ნაბიჯები და მთავრობას რეფორმების გაგრძელებისკენ მოუწოდეს.

სხვა ამბები

  • ვიქტორ დოლიძის ვიზიტი დანიის სამეფოში „ახლოვდება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი, ასევე, მომავალ წელს გაიმართება ნატოს სამიტი და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისათვის, რომ კიდევ უფრო დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგათ როგორც ინტეგრაციული თვალსაზრისით, ისე ქვეყნის შიგნით მიმდინარე რეფორმების თვალსაზრისით"-განაცხადა ვიტორ დოლიძემ დანიის სამეფოში სამუშაო ვიზიტის დასრულების შემდეგ.
  • კონფლიქტის მოგვარების საკითხზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა 2017 წლის 20 სექტემბერს ბრიუსელში, ნატო-ს შტაბ-ბინაში გაიმართა ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა მუდმივი წარმომადგენლების დონეზე, სადაც განხილეს კონფლიქტის მოწესრიგებისა და შერიგების საკითხი. სხდომას ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე როუზ გოტმიოლერი თავმჯდომარეობდა.
  • ვიქტორ დოლიძის ვიზიტი ისლანდიის რესპუბლიკაში „ისლანდიამ საქართველო უკვე შეიყვანა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, ისლანდია აღიარებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთ რეფორმატორ, მნიშვნელოვან ქვეყანად და პარტნიორად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის."-განაცხადა ვიქტორ დოლიძემ ისლანდიის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში გამართული შეხვედრების კომენტირებისას.