ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა კიბერუსაფრთხოების საკითხებზე

2017 წლის 27 ნოემბერს, ქ. ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში კიბერუსაფრთხოების საკითხებზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა (NGC) გაიმართა. შეხვედრა პარტნიორობისა და თანამშრომლობითი უსაფრთხოების კომიტეტის დონეზე (PCSC) ჩატარდა. ქართულ მხარეს კომისიაზე წარმოადგენდა საქართველოს მონაცემთა გაცვლის სააგენტოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ნიკოლოზ გაგნიძე, ამავე სააგენტოს იურიდიულ საკითხთა სამმართველოს უფროსი ნატო გოდერძიშვილი და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს განვითარებისა და საგარეო ურთიერთობათა განყოფილების უფროსი მაია აბულაძე.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ მოხსენება გააკეთა კიბერუსაფრთხოების კუთხით საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე, მიღწეულ პროგრესსა და გამოწვევებზე. ასევე, საუბარი შეეხო აღნიშნული მიმართულებით დაგეგმილ ღონისძიებებს. ალიანსმა დადებითად შეაფასა საქართველოს პროგრესი და კიბერუსაფრთხოების მიმართულებით ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების მზადყოფნა გამოხატა.

სხვა ამბები