ვიქტორ დოლიძე ბრიტანელ ექსპერტს შეხვდა

4 დეკემბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ვიქტორ დოლიძე სტრატეგიული კომუნიკაციების საკითხებში ბრიტანელ ექსპერტს, ასოციაციის M&C Saatch დირექტორს, ჯერი ოსბორნს შეხვდა.

შეხვედრაზე, საქართველოს უსაფრთხოების და განვითარების ცენტრის (GCSD) წარმომადგენლებთან ერთად, სტრატეგიული კომუნიკაციის გამოწვევებსა და მიღწევებზე ისაუბრეს. კერძოდ, საუბარი შეეხო პროექტს, რომელიც მიზნად ისახავს ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხებზე საქართველოს მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების შესაძლებლობების გაძლიერებას და შესაბამის სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინაციის ეფექტიანობის გაზრდას. ტრენინგი მიმართულია საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატისა და საქართველოს მთავრობის შესაბამისი სამინისტროების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებისკენ.

სხვა ამბები