ვიქტორ დოლიძემ ბულგარეთს ევროკავშირის საბჭოში მომავალი პრეზიდენტობა მიულოცა

„ძალიან სიმბოლური და სამაგალითოა, რომ ევროკავშირში გაწევრიანებიდან 11 წლის შემდეგ, 2018 წლის 1 იანვრიდან ბულგარეთი პირველად გადაიბარებს ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტობას. ჩვენ ვიცით რომ ევროკავშირი დღეს ბევრი გამოწვევის წინაშე დგას და ძალიან აქტუალურია დებატები მის მომავალთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, მეტად ინტეგრირებული ევროპა და ევროკავშირის მომავალი გაფართოება მნიშვნელოვანი ელემენტებია ამ გამოწვევებთან გასამკვლავებლად და მჯერა, რომ ბულგარეთი ღირსეულად გაუძღვება ნაკისრ მოვალეობებს.“ - განაცხადა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საელჩოს მიერ ორგანიზებულ გამოფენაზე, რომელიც ევროკავშირის საბჭოში ბულგარეთის რესპუბლიკის მომავალ პრეზიდენტობას მიეძღვნა.

საქართველოს უნივერსიტეტში გამართულ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო ბულგარელი პროფესორისა და პან-ევროპული კავშირის ბულგარული მიმართულების დამაარსებლის ივან შიშმანოვის მოღვაწეობის ამსახველი ფოტოები.

სახელმწიფო მინისტრმა, საქართველოში ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სურლუფლებიან ელჩთან დესისლავა ივანოვასთან ერთად დამსწრეებს სიტყვით მიმართა. ვიქტორ დოლიძემ საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის არსებული პარტნიორულ ურთიერთობების და მტკიცე ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომი გაღრმავების იმედი გამოთქვა.

სხვა ამბები