News Archive: 09/12/2017

  • ვიქტორ დოლიძის შეხვედრები ბულგარეთის პარლამენტის თავდაცვისა და ევროპულ საქმეთა კომიტეტებში შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საქართველოს როლი და ნოემბერში დაგეგმილი აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტისთვის მზადების საკითხები განიხილეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ 12 სექტემბერს, ბულგარეთის პარლამენტში გამართული შეხვედრების დროს. სახელმწიფო მინისტრს ქ. სოფიაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინე პოპოვმა და ევროპული ფონდის ევროპულ საქმეთა და კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარემ კრისტიან ვიგენენმა უმასპინძლეს.
  • ვიქტორ დოლიძის სამუშაო ვიზიტი ბულგარეთის რესპუბლიკაში "ბულგარეთი ყოველთვის იყო და მომავალშიც იქნება საქართველოს მხარდამჭერი ევროპულ გზაზე. ვთვლით, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის მონაწილე წარმატებული ქვეყნები, როგორიცაა საქართველო, იმსახურებენ ევროპულ პერსპექტივას."-განაცხადა ბულგარეთის ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა ეკატერინე ზახარიევამ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრთან ვიქტორ დოლიძესთან გამართული შეხვედრისას.