News Archive: 09/15/2017

  • ვიქტორ დოლიძე იაპონიის ელჩს შეხვდა 15 სექტემბერს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობაში, ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ვიქტორ დოლიძემ გაცნობითი შეხვედრა გამართა საქართველოში იაპონიის ელჩთან ტადაჰარუ უეჰარასთან. სახელმწიფო მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველო-იაპონიის ურთიერთობების შემდგომ განვითარებას დიდი პოტენციალი აქვს. ვიქტორ დოლიძემ ინფორმაცია მიაწოდა სტუმარს ქვეყანაში მიმდინარე სექტორული რეფორმების, ასევე, ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის შესახებ. საქართველოს ეკონომიკური განვითარების პერსპექტივებზე საუბრისას სახელმწიფო მინისტრმა ყურადღება გაამახვილა ქვეყნის სატრანზიტო პოტენციალსა და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
  • სემინარი ევროკავშირის ინსტიტუციონალური დახმარების ინსტრუმენტების (TAIEX, TWINNING) გამოყენებასთან დაკავშირებით 14 – 15 სექტემბერს, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით გაიმართა 2 დღიანი სემინარი ევროკავშირის ინსტიტუციონალური დახმარების ინსტრუმენტების (TAIEX, TWINNING) გამოყენებასთან დაკავშირებით.